08 მაისი 2024,   07:19
ვრცლად
"ეს არის საქართველოს შანსი ჩაატაროს კარგი არჩევნები უცნაურ ვითარებაში" - კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი თვლის, რომ საქართველოსთვის არჩევნები საუკეთესო შანსია აჩვენოს მსოფლიოს და დაარწმუნოს, რომ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს პროგრესისთვის.

ელჩის თქმითვე, საქართველო მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინშია.

"ეს არჩევნები მნიშვნელოვანია და საქართველოს აქვს შანსი მსოფლიო დაარწმუნოს, რომ ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი; რომ ყოველი არჩევნები უკეთესია ვიდრე წინა. ველოდებით მნიშვნელოვან ცვლილებას საარჩევნო სისტემის კუთხით. ეს არის საქართველოს შანსი ჩაატაროს კარგი არჩევნები უცნაურ ვითარებაში. ჯერ არ არის დრო დაზუსტებული ვირუსის გავრცელების გამო,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები