გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაწილე მამაკაცთა 68% ფიქრობს, რომ საბოლოო სიტყვა ოჯახში კაცს უნდა ეკუთვნოდეს. მათ აზრს იზიარებს გამოკითხული ქალების 34 პროცენტი.
თუმცა, თითქმის ყველა რესპონდენტი თანხმდება, რომ ქალს საკუთარი ფულის ნებართვის გარეშე განკარგვა უნდა შეეძლოს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2013 წელთან შედარებით, ახლა გაცილებით ნაკლები ქალი მიიჩნევს, რომ ოჯახში საბოლოო გადაწყვეტილებას კაცი უნდა იღებდეს. 2013 წელს ამ მოცემულობას ქალების 71 პროცენტი ეთანხმებოდა, 2019 წელს კი მხოლოდ მესამედი.
კაცების წილიც მნიშვნელოვნად შემცირდა 88-დან 68 პროცენტამდე.
კვლევის ანგარიში „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ დღეს გამოქვეყნდა.