ხანძრის შემდეგ ვარკეთილის ბაზრის ადმიისტრაციამ დღეს პირველად უპასუხა მედიის შეკითხვებს. როგორც შპს "ვარკეთილი 96"-ის იურისტი ნანა წულაძე განმარტავს მათ დაზღვეული არ ჰქონიათ ბაზრის შენობა.
იურისტის თქმით, ისინი სარგებლობდნენ მხოლოდ მესამე პირის დაზღვევით, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვეო კომპანია "ირაო" ზარალს აუნაზღაურებს მხოლოდ მოვაჭრეებს და არა ბაზრის ადმინისტრაციას.
"ეს არის მესამე პირების დაზღვევა. უნაზღაურდებათ მათ საქონელი, მაგრამ აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ამ ყველა საქონელს უნდა ჰქონდეს შესყიდვის საბუთი და იმ ადამიანებს, ვისაც ეს საბუთი არ გააჩნიათ, კვადრატულ მეტრზე მიეცემათ 500 ლარი. ბაზრობის ადმინისტრაციას შენობა დაზღვეული არ ჰქონია. შპს ვერანაირ ანაზღაურებას ვერ მიიღებს," - განაცხადა იურისტმა.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ბაზრის დაზღევევასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, დღეს ხმაური იყო ვარკეთილის ბაზრის ტერიტორიაზე, დაზარალებული მოვაჭრეები შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ.