18 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
საქართველო იქნება უცხოელი და ქართველი მოგზაურებისთვის უსაფრთხო, "მწვანე ზონა" - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან ონლაინ შეხვედრაში, რომლის დროსაც განიხილეს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა.

შეხვედრაზე განიხილეს, პოსტკრიზისული სტრატეგია ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში, განსაკუთრებით, ტურიზმში არსებული ვითარება.

"ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელთა ინტერესი ძალიან დიდი იყო. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა ა მისი ძირითადი მიმართულებები. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა პოსტკრიზისულ სტრატეგიაზე და ჩვენს ხედვებზე, მათ შორის, როგორი იქნება მიდგომა ბიზნესის, უცხოელი ინვესტორების მიმართ და როგორ ვაპირებთ, უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველო უფრო მიმზიდველი გავხადოთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურიზმის სექტორზე.

"ჩვენ მოვუყევით, როგორ ვემზადებით პირველი ივლისისთვის საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად. ასევე ვისაუბრეთ კომუნიკაციაზე, რომელსაც წარვმართავთ სხვადასხვა ქვეყნებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის და ტურისტულ სფეროში თანამშრომლობის აღდგენის კუთხით. ჩვენ ცალსახად აღვნიშნეთ, რომ საქართველო არის და იქნება უსაფრთხო დასვენების ადგილი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის," - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები