18 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
საქართველოში შესაძლოა ბრენდული მაღაზიები კორონავირუსის გამო დაიხუროს

ტანსაცმლის მაღაზიების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიაში, რომელიც საქართველოში ათეულობით ბრენდს აერთიანებს, არ გამორიცხავენ, რომ პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მათი ნაწილი დაიხუროს. მიზეზი "კოვიდ 19"-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური მსოფლიო კრიზისია, რომლის გადალახვასაც დღემდე ცდილობენ.

შექმნილ ვითარებაში უკვე ნაპოვნია გამოსავალიც. ბრენდების მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი პროდუქცია მომხმარებლამდე ვირტუალური გზით მიიტანონ.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად შემცირებული გაყიდვების მიზეზით მიღებული ზარალის შემდეგ მაღაზიების ნაწილმა მუშაობა ონლაინ ვაჭრობის გაზრდის კუთხით დაიწყო.

საქართველოს მსგავსად რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ ტანსაცმლის მსოფლიო ბაზარზეც.

"ეფ ჯეი ბენჟამინმა", რომელიც ისეთ მაღაზიებს აერთიანებს როგორიცა "მარკ ჯაკობსი", "ტომ ფორდი", "გესი" და სხვა, განაცხადა, რომ გაყიდვების კლების შემთხვევაში მაღაზიების ნაწილს დახურავს და ონლაინ გაყიდვაზე გადავა.

გაყიდვების ალტერნატიული გზების შემუშავებას არ გეგმავენ კოსმეტიკური ბრენდები. "დიორი" და "ესენშალი" შემდეგი 5 წელი გაყიდვების სტილს არ შეცვლის, რადგან ფიქრობენ, რომ მომხმარებლები პროდუქტს იქამდე არ შეიძენენ, სანამ მას არ დატესტავენ.

სიფრთხილისა და დაკვირვების მიუხედავად, მაღაზიათა უმსხვილესმა ქსელმა იძულებითი გადაწყვეტილება მიიღო. "ინდიტექსმა" მსოფლიოს მაშტაბით 1000-დან 1200-მდე სავაჭრო ობიექტი გაურკვეველი დროით დახურა.

საუბარია ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა "ზარა", "ბერშკა", "მასიმო დუტი", "სტრადივარიუსი" და სხვა. მდგომარეობის დასაკომპენსირებლად მოდის გიგანტმა კომპანიებმა ონლაინ ბიზნესზე ფოკუსირება დაიწყეს.

დღის ამბები