18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
არ ვიცი რა ჩავაფლავე, არ არის ეს ჩემთვის ვალიდური წყარო - ნიკა გვარამია უკრაინულ საიტზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა

ნიკა გვარამია უკრაინულ საიტზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკანონს და აკინძულს უწოდებს, თუმცა ადასტურებს რომ ამ ჩანაწერში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული საუბრების ამონარიდებია გამოყენებული.

"მე მოვისმინე ეს ფარული ჩანაწერი, არ ვიცი რა ჩავაფლავე, ეს არ არის ჩემთვის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი, აკინძულია სიტყვასიტყვით ეს ფარული ჩანაწერი, თუმცა რაღაცები იკითხება ამ თემასთან დაკაშირებით, ჯერ ერთი კანონიერი არაა და ავთენტური დანამდვილებით არაა.

ჩემთვის, ნიკა გვარამიასთვის, რომლის ცხოვრების მთავარი მიზანი ვადასტურებ, რომ არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების შეცვლა, საქართველოში დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლა, თავისუფალი მედია, მიუხედავად ამისა, არ არსებობს უფრო აღმატებული მიზანი, ვიდრე ადამიანის სიცოცხლის დაცვა, მით უმეტეს ჩემი თანამშრომლის და მით უმეტეს სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული და მით უმეტეს გიორგი გაბუნიასი, რომელიც უახლოესი მეგობარია ჩემი," - განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას განცხადებით მას მიაჩნია, რომ ამ თემაზე უნდა ელაპარაკა რათა საფრთხე აერიდებინა თანამშრომლებისთვის:

"ვიღაცა თვლის რომ ნიკა გვარამიამ არ უნდა ილაპარაკოს დადასტურებით რეჟიმში, იმიტომ რომ შეიძლება ჟურნალისტებს შეეშინდეთ, გაბუნია დაშინდეს. ნიკა გვარამია კი თვლის რომ მან უნდა ილაპარაკოს ყველაფერი, რომ საფრთხე აარიდოს თავის თანამშრომლებს,"- აღნიშნა გვარამიამ, რაც შეეხება იმას გაარკვევს თუ არა ამ ჩანაწერის დეტალებს საუბარში სავარაუდო მონაწილე პირებთან, გვარამია პასუხობს, რომ ის ამას ცხადია ეცდება. ამასთან, მისი თქმით, ჩანაწერის რეალურობის დადასტურებამ მისი შეხედულებების მცირე ცვლილებაც შეიძლება გამოიწვიოს:

"ჩემთვის შეხედულებების მცირე კორექცია შეიძლება გამოიწვიოს მეტი არაფერი,"- აღნიშნა გვარამიამ.

უკრაინული საიტი Obozrevatel აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელიც, გამოცემის მტკიცებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო დიალოგს ასახავს.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადეგნილი არ არის, საუბარია ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიაზე.

გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ იცოდნენ, თუმცა ამის შესახებ ხელისუფლებას არ აცნობეს. 

 

დღის ამბები