18 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
აქცია კანცელარიასთან - ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა ხალხმრავალი ღონისძიებების აკრძალვა ბათუმის მსგავსად თბილისშიც გააპროტესტეს

აქცია საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან -  მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ფოტოგრაფები და ოპერატორები შეიკრიბნენ, რომლებიც ხალხმრავალი ღონისძიებებისა და ქორწილების აკრძალვის გაუქმებას მოითხოვენ.

"გავაგზავნეთ პეტიციაც, კანცელარიაში წერილიც გაგზავნილი გვაქვს. 10 დღეა სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით ჩვენი ვიდე რგოლი გადის, რეპორტაჟები ჩაიწერა, წინაზეც აქცია გვქონდა მომზადებული, მაგრამ პასუხი არავისგან მიგვიღია. ვითხოვთ, რომ გამოვიდეს ვინმე კომპეტენტური პირი და დაგველაპარაკოს,“ - ამბობს ერთ-ერთი ფოტოგრაფი.

შეგახსენებთ, დღეს ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართა.

დღის ამბები