საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა - ამის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდ StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 898 ადამიანს დაუდასტურდა.
11-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის მათი მონაცემი 752 -ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში რჩება 2 891 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 256.
საქართველოში კოვდინფექციით 14 ადამიანია გარდაცვლილი.