18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
"საქართველო ღვინის სამშობლო" - ღვინის ქარხანაში დათო ტურაშვილის ორენოვანი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

"საქართველო ღვინის სამშობლო" - ასე ჰქვია დათო ტურაშვილის ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ღვინის ქარხანა "ნომერი ერთში" გაიმართა.

გამოცემა ორენოვანია. ავტორი ცდილობს, მკითხველს უჩვენოს საკუთარი და ზოგადად, ქართველი ხალხის ემოციური დამოკიდებულება მშობლიური ვაზისა და ღვინის მიმართ.

"20 წლის წინ გვქონდა ეს იდეა, მაგრამ მაშინ ჯერ არ იყო ქართული ღვინო, ძირითადად იყო საბჭოური ღვინოები. გამიჩნდა სურვილი დამეწერა ქართულ ღვინოზე, მის ისტორიასა და თავგადასავალზე მსგავსი წიგნი. მთავარი სტიმული იყო ის, რომ ესპანეთის ღვინის მუზეუმში ღვინის ქვეყნად საქართველოს ნაცვლად სხვა ქვეყანა იყო მოხსენიებული, გავბრაზდი და გამიჩნდა იდეა, მოგვეხერხებინა და ეს ამბავი მსოფლიოსთვის მიგვეწოდებინა,"- განაცხადა მწერალმა დათო ტურაშვილმა. 

დღის ამბები