18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 შეადგენს.  ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 755-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

დღის ამბები