18 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
7 მედპერსონალია მოთავსებული კლინიკაში მათი მდგომარეობაც, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია - ლევან გოფოძე

საქართველოში 137 ადამიანი რჩება კოვიდინფექციით სხვადასხვა კლინიკაში, აქედან რამდენიმე მათგანი მედპერსონალია.

ინფიცირებული პაციენტებიდან უმეტესობა სტაბილური სიმძიმისაა. ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 23 პაციენტია მოთავსებული. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი 7 მედპერსონალს მკურნალობენ. კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. . 

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში 906 გახდა.

მათგან გამოჯანმრთელებულია 755 პაციენტი. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში COVID-19-ით სულ 137 ადამიანი მკურნალობს.

დღის ამბები