19 აპრილი 2024,   05:55
ვრცლად
სტიქია კახეთში - ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის რაიონის 2 სოფელი დააზარალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში  სეტყვა იყო.  სოფელ ძველი ანაგაში და ჯუგაანში უამიმდობა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძირითადად დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთების, საზამთროს ბაღების ვენახების და ყანების ნაწილი. სეტყვას წვიმა და ქარი ახლდა.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი გოგილაშვილმა განაცხადა, ზარალის ზუსტი ოდენობის  შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ, თუმცა მერიის შესაბამისი სამსახურებმა დილიდან სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში ვითარების შესწავლა დაიწყეს.

დღის ამბები