საქართველოს სახალხო დამცველი, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ კრიმინალურ მენტალიტეტს და ე.წ ქუჩური გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება.
"ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან,"- წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ 19 წლის ფეხბურთელი 19 ივნისს დაიკარგა, 4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში დღეს იპოვეს.