19 წლის ახალგაზრდას ცხედარს ექსპერტიზის ბიუროშია ამ წუთებში სხეულს ექსპერტიზას უტარებენ. ადგილზე, სადაც მაშველებმა 4 დღის წინ გაუჩინარებული გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი ნახეს, ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, თუმცა იქ მაინც რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ცხედარს, ვაზისუბანში, გარდაცვლილი ბიჭის სახლში გადაასვენებენ.
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კახა მგელაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი სანიმუშო ახალგაზრდა იყო და კონფლიქტური არასდროს ყოფილა.
ექსპერტიზის პარალელურად მცხეთის პოლიციაში დაკითხვები მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ საქმეში გამოიკვეთოს ახალი მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა უკვე შესაბამისი კვალიფიკაციის მუხლებით გაგრძელდება. ადვოკატი მუხრან ღურწკაიას თქმით, შესაძლოა საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს.
"შესაძლოა საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს და ეს დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნაზე,"- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსნებთ, რომ დღეს 2 საათისთვის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის პირას იპოვეს.
შსს-მ გამოძიება უკანონო თავისუფლების აღკვეთის მუხლით დაიწყო.