18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
"ქალბატონი სოფიო კილაძე არის ძალიან არასენსიტიური ადამიანის უფლებების მიმართ" - არასამთავრობოები  

არასამთავრობო ორგანიზაციები გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი სოფო კილაძის კანდიდატურას. ისინი აცხადებენ, რომ მიზეზი, რის გამოც კილაძის კანდიდატურას იწუნებენ, ჰომოფობიური განცხადებები, უმცირესობის პრობლემების არ აღიარება, ასევე ბავშვთა უფლებების მხრივ არასათანადო გამოცდილებაა.

"სამწუხაროდ, ქალბატონი სოფიო კილაძე არის ძალიან არასენსიტიური ადამიანის უფლებების მიმართ. ძალიან ხშირად გაუკეთებია განცხადებები, რომელიც მინიმალურ სტანდარტსაც კი არ იცავს ამ მიმართულებით და სენსიტიურ თემებზე ისე საუბრობდა, თითქოს ის არ იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და რაღაც აგრესიული ჯგუფების წევრი ყოფილიყოს. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით მისი გამოცდილება ბავშვთა უფლებების მიმართ, მას არ აქვს შესაბამისი ცოდნა და ეს ნომინაცია ჰგავს რაღაც მადლობის თქმას და კარგ ადგილას თანაგუნდელის მოთავსებას,"- აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე აცხადებს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანების თავისუფლებს პატივს არ სცემს. 

"ქალბატონი კილაძე არის შეუფერებელი ამ თანამდებობისთვის. ეს ადამიანი ადამიანის უფლებების სფეროში არ უნდა მოღვაწეობდეს, იმიტომ რომ ის გამოირჩევა ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ღირებულებებით, ის პატივს არ სცემს ადამიანების თავისუფლებას, აბსოლუტურად არ აღიარებს უმცირესობათა უფლებებს ჩვენს ქვეყანაში. ის პირდაპირ, ჰომოფობიური სულისკვეთებით მოღვაწეობს. დაუშვებელია, ამ ადამიანმა იმუშაოს სხვა ქვეყნების ბავშვებზე. იმიტომ რომ მას აქვს უდიდესი რესურსი, გააფუჭოს ბავშვის უფლებების სტანდარტი," - განაცხადა ანა აბაშიძემ. 

დღის ამბები