18 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
რა კავშირშია საპატრიარქო პანდემიის პირობებში ჩუმად გახსნილ საბავშვო ბაღთან - "კურიერი" უპრეცენდენტო ფაქტის დეტალებზე

გლდანის მესამე მკ/რ მდებარე კერძო საბავშო ბაღში გადამღებ ჯგუფს არ ელოდნენ. სააღმზრდელო დაწესებულებაში "კურიერის" მისვლისთანავე კარი გადაკეტეს, შენობაში კი კამერამ ძიძა ბავშვებთან ერთად გადაიღო.

პანდემიდან გამომდინარე დაწესებული აკრძალვების მიუხედავად ბაღის თვითნებურად გახსნას აღმზრდელი კანონდარღვევად არ მიიჩნევს. ადგილზე ამტკიცებდნენ, რომ ბაღში მხოლოდ 3 ბავშვია, თუმცა "კურიერს" ადგილზე უფრო მეტი აღსაზრდელი დახვდა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ საბავშო ბაღის ხელმძღვანელი ერთ-ერთი მონასტრის ბერის მეუღლეა. ის სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ ნებართვა ბაღის გახსნაზე საპატრიარქოდან მიიღო.

ეს მას შემდეგ განცხადა რაც კურიერი ბაღის უფროსს როგორც მშობელი ისე ესაუბრა, რომლესაც ბავშვის მიყვანა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილების რაოდენობა უკვე შეზღუდული იყო ჩვენთვის გამონაკლისიც დაუშვა და მიღების დაპირება მოგვცა.

დამატებით გვითხრა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში გლდანში მე-7-ე მიკროში კიდევ ერთი ბაღის გახსნა იგეგმებოდა და ჩვენი გადანაწილება იქ მოხდებოდა.

"კურიერი" ინფორმაციის გადასამოწმებლად საპატრიარქოს იურისტს დაუკავშირდა. ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია ვინ მისცა იურიდიული უფლება სააღმზრდელო დაწესებულებას პანდემიიდან გამომდინარე აკრძალვის პირობებში ემუშავა.

საპატრიარქოში "კურიერის" დაპირდნენ, რომ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ და დაგვიკავშირდებოდნენ.

სხვა პასუხი საპატრიარქოდან "კურიერს" აღარ მიუღია. მანამდე კი ახლო მდებარე სასურსათო მაღაზიაში დასაქმებულებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ სააღმზრდელო დაწესებულება უკვე ერთი კვირაა ფუნქციონირებს.

უცნობია რამდენად იცავენ გლდანის მესამე მკ/რ მდებარე კერძო საბავშო ბაღში დაწესებულ რეგულაციებს, თუმცა კადრებში კარგად ჩანს ჩაკეტილი ფანჯრები, რაც ნიშნავს, რომ შენობაში სადაც ბავშვები არიან ბუნებრივი კონდიცირება არ ხერხდება. ადგილზე დასაქმებული ერთ-ერთი პირი "კურიერთან" აცხადებს რომ გაფრთხილება უკვე მიიღეს და ბაღი ხვალ დაიხურება.

"კურიერის" მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შრომის ინსპექციამ ფაქტის შესწავლა დაიწყო.

ვისი თანხმობის საფუძველზე გასცა საპატრიარქომ ნებართვა სააღმზრდელო დაწესებულების აღდგენის შესახებ ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. 322 დადგენილების მიხედვით პანდემიიდან გამომდინარე დღეს საბავშვო ბაღების ფუნქციონირება შეზღუდულია.

იურიდიულ პირს კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით ეკისრება, ფიზიკური პირის შემთხვევაში კი საქმეს სხვა მსვლელობა მიეცემა.

დღის ამბები