ბათუმში, ზღვაში, შუახნის მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში სამი მყვინთავია ჩართული.
ასევე, მიმდინარეობს წყლის ზედაპირზე მონიტორინგი.
სამაშველო სამსახურში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შევიდა.