გია სურამელაშვილი არ ადასტურებს, რომ გუშინ რესტორან "მეგრულში" მომხდარი დაპირისპირების გამო დააპატიმრეს. მომღერალი "კურიერთან" პირველ კომენტარში ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"რა გჭირთ რა არის, მთელი ქვეყანა მირეკავს, არ ვარ დაკავებული, არც ვყოფილვარ, აივნიდან ვიყურებოდი, როგორ დააკავეს ჩემი თანამშრომლები. ვინ გადამიყვანა, ვის აქვს უფლება. ზემოდან ვიყურებოდი 5-7 თუ 20 პატრული დაესია მძღოლებს და წაიყვანეს ხალხი," - აცხადებს გია სურამელაშვილი "კურიერთან".
შეგახსენებთ, სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ, გვიან ღამით, პატრულთან შელაპარაკების საფუძველზე მომღერალი გია სურამელაშვილი თანმხლებ პირთან ერთად დააკავეს.