18 ნოემბერი 2024,   21:56
ვრცლად
გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი არ ფლობს ინფორმაციას, რამ გამოწივია კონფლიქტი აგარაკზე

გრადაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი ნიკა ჯაჭვაძე "დღის კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ოჯახი არ ფლობს ინფორმაციას, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი აგარაკზე.

 "აგარაკზე, უშუალოდ, კონფლიქტის შესახებ  მე ინფორმაცია არ მაქვს. გურამმაც (ოქროს მოწმე) არ იცის იქ რატომ დაიძაბა სიტუაცია. გურამის განცხადებით, ისინი აგარაკზე მისვლის დროს უკვე დაძაბულ მდგომარეობას შეესწრნენ. მაგათი ყოფნის პერიოდში არ ყოფილა ჩხუბი მე როგორც ვიცი, აქედან გამომდინარე, არც იმასთან დაკავშირებით მაქვს ინფორმაცია, რატომ დაიძაბა აგარაკზე სიტუაცია," - განაცხადა ნიკა ჯაჭვაძემ.

თითქმის ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება მომხდართან დაკავშირებით. საქმე ამ დრომდე ბუნდოვანია.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

დღის ამბები