18 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ამ კონკრეტულ კანონპროექტში ბიზნესის ჩართვა შესაძლოა იწვევდეს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს - ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კანონპროქტი მოქალაქეების ჯანმრთელობას იცავს

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტზე აცხადებს, რომ კანონპროექტი იცავს მოაქალაქეების ჯანმრთელობას და მათ ინტერესებს. 

"ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ჩვენ არც ერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ“, - აღნიშნული ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

"ამ კონკრეტულ კანონპროექტში ბიზნესის ჩართვა, შესაძლოა, იწვევს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს. ჩვენ კანონპროექტებს, ხშირ შემთხვევაში ვიღებთ, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. აღნიშნული კანონპოექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და შესაბამისად მათ ინტერესებს, რაც ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესია, ამ მიზნისთვის კი შევინარჩუნებთ იმ პოზიციებს, რომელიც გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა, იმ კომპონენტში, სადაც მნიშვნელოვანია დარგის აზრი ჩვენ აუცილებლად გვაქვს მათთან კომუნიკაცია“, - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი.

დღის ამბები