აჭარის ტელევიზიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციას მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირები მართავს. სოლიდარობის ნიშნად ტელევიზიასთან შეკრებილებს პოლიტიკური პარტიები და 11-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. ისინი აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.
აქციაზე შეკრებილების თქმით, მაუწყებელი საფრთხის ქვეშაა, არხიდან გაუშვეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები, მიმდინარეობს სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევა და თავისუფალი სიტყვის დევნა. აქციის მონაწილეების თქმითვე, მაუწყებელი ხალხის საკუთრებაა და ის უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას, ხელისუფლება კი ტელევიზიის დასაკუთრებას ცდილობს.