19 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 მილიონს უახლოვდება - ენტონი ფაუჩის თქმით, აშშ სერიოზული პრობლემის წინაშეა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 მილიონს უახლოვდება. კვლავ მზარდია სტატისტიკა როგორც ჩრდილოეთ ისე სამხრეთ ამერიკაში. შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში ინფექცია 47 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის თქმით, შტატები კორონავირუსის გამო სერიოზული პრობლემის წინაშეა. ბრაზილიაში კი დაავადებულთა რიცხვი მილიონ 300 ათასამდე გაიზარდა.

რთული ვითარება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. სომხეთის ხელისუფლება ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრებას აპირებს. თურქეთში კორონავირუსის 1 400-ამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი 7 ათასით გაიზარდა.

დღის ამბები