18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ასაკოვანი პაციენტი კლინიკაში თავიდანვე მძიმე მდგომარეობით, მრავლობითი თანმხლები დაავადებით შეიყვანეს. 

ამასთან, stopcov.ge–ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 785-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 230 პირი.

დღის ამბები