18 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
აუცილებელია რაიმე გეგმა, რომ შევინარჩუნოთ საქართველოს ტურიზმი - ნატალი გურული

ტურისტულ და სატრანსპორტო კომპანიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - "წამო ნახე საქართველოს" პროექტში სხვადასხვა რეგიონის სასტუმროების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

პროექტის მიზანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ხელოვნების და კულინარიის დარგში ამ სფეროში დასაქმებულების უფრო აქტიური ჩართვაა.

ტურისტული კომპანია "თი ბი ეს"-ის დამფუძნებლის ნატო კიკნაველიძის განცხადებით, კომპანიამ კომერციული ინტერესები გვერდზე გადადო და ისეთი პროდუქტი შექმნა, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა.

სატრანსპორტო კომპანია "ავტობასი"-ის დამფუძნებელი ნატალი გურული აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ტურიზმის შენარჩუნება აუცილებელია.

"პროექტის იდეა პანდემიის საწყის პერიოდში გაჩნდა. დღეს ჩვენ საერთაშორისო ტურიზმის გარეშე დავრჩით. აუცილებელია რაიმე გეგმა, რომ შევინარჩუნოთ საქართველოს ტურიზმი,"- განაცხადა ნატალი გურულმა.

დღის ამბები