გარდაცვლილი ემიგრანტის ოჯახი, მიცვალებულის თურქეთიდან ზუგდიდში გადმოსვენებას ითხოვს.
როგორც 52 წლის გარდაცვლილი ქართველის, ნინო ნაროუშვილის შვილი, თათია გაბიჩვაძე ამბობს, ცხედრის გადმოსვენებას თურქულ ავიაკომპანიის მიერ თბილისის აეროპორტში 27 ივნისის საღამოს ელოდნენ, თუმცა, სხვა მიცვალებულებთან ერთად მისი ცხედარი სატვირთო თვითმფრინავში არ აღმოჩნდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ბორტზე მიცვალებულის დოკუმენტაცია იყო, თუმცა ცხედარი არა.
გარდაცვლილი ემიგრანტის შვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ცხედარი თურქეთში დარჩათ, თუმცა ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ თვითმფრინავში ადგილი არ იყო და ცხედრის გადმოსვენება ხუთშაბათამდე ვერ მოხერხდება.
ოჯახი კატეგორიულად მოითხოვს, გარდაცვლილი საქართველოში დაუყოვნებლივ ჩამოასვენონ და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.