ცოტა ხნის წინ შემთხვევა მოხდა თემქაზე. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მეშვიდე სართულიდან გადახტა. ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ინციდენტი უძღოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ოჯახში ძალადობდა, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
კორპუსში მისულ სამართალდამცავს მამაკაცმა ბლაგვი საგნით მცირე დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ფანჯრიდან გადახტა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი გადმოხტომის შემდეგ ცოცხალი იყო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.