ტრაგედია თბილისში - თემქის დასახლებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება დღეს შევიდა შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს ზარის ინიციატორის მეუღლემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა.
მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. დაჭრილი სამართალდამცველის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.