18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ბუშტები "ურჩი დეპუტატების" სახელებით - "გაბედეს" პერფორმანსი პარლამენტთან

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა პარლამენტთან ბუშტები მიიტანეს. ბუშტებზე იმ "ურჩი დეპუტატების" სახელები და გვარები წერია, რომელთაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი თავდაპირველად ჩააგდეს. 

2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი.

საკონსტიტუციო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, ნაცვლად 2024 წლისა, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია ასახული. კანონპროექტით იკრძალებოდა ბლოკების შექმნა და წესდებოდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო წესის ცვლილების პირობა 20-21 ივნისის პერმანენტული აქციების შემდეგ მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

დღის ამბები