მთავრობის ადმინისტრაციასთან ქართველი ემიგრანტების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ემიგრანტების ნათესავები საზღვრების გახსნასა და ავია-მიმოსვლის აღდგენას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, არაერთი ემიგრანტი თვეებია სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, სამსახურების დაკარგვის გამო კი უცხო ქვეყანაში სახსრების გარეშეც დარჩნენ.
"დედამ ვერ იგლოვა საკუთარი შვილი, რადგან საქართველოს ხელისუფლებას საჰაერო სივრცე ჩაკეტილი ჰქონდა. ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გაიხსნას საჰაერო სივრცე," - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ემიგრანტების ახლობლების აღნიშნულ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც უერთდებიან, რომლებიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ.