18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ერთადერთი სწორი გზა მეტი სიცოცხლის გადასარჩენად ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევაა, რასაც  საქართველო საკმაოდ კარგად ახერხებს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ რაიანის განცხადებით, მსოფლიო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნაზე კვლავ მუშაობს.

როგორც მაიკლ რაიანი აღნიშნავს, ამ ეტაპზე მსოფლიოში მეტი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია სწორი და ეფექტური მკურნალობა, რასაც მისივე თქმით, საქართველო კარგად ართმევს თავს.

"ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ მოვახერხებთ უსაფრთხო და საიმედო ვაქცინის წარმოებას, შემდგომ კი, მისი ფართო მასშტაბით გავრცელებას. დღეის მონაცემებით ერთადერთი სწორი გზა, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადასარჩენად ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევაა, რასაც დღეს საქართველო საკმაოდ კარგად ახერხებს. შემიძლია გითხრათ, რომ ჯანმო საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს რეგიონალურ ჯგუფებთან, რათა მომავალში ვაქცინის გავრცელებამ გლობალური ხასიათი მიიღოს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს,"- განაცხადა მაიკლ რაიანმა.

დღის ამბები