"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი ევროკავშირის შემოთავაზებაზე საერთაშორისო ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისთვის და მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტურიზმის აღდგენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს მიიღონ ევროკავშირის შემოთავაზება და აღადგინონ ფრენები იმ მიმართულებით, სადაც შედარებით კარგი ეპიდემიური სურათია.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ აუცილებელია ევროკავშირთან აღდგეს რეგულარული ფრენები.
"გიორგი გახარიამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ფრენები რეგულარულად ხორციელდებოდა. რადგან ეს ფრენები ხორციელდება არც თუ ისე ხშირად და არის ჩარტერული. "ევროპული საქართველო" მოუწოდებს მთავრობას, რომ ევროკავშირის გამოქვეყნებულ სიაზე დაყრდნობით გავხსნათ რეგულარული ფრენები,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.