18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ერთ-ერთ ბიჭს ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, ხოლო მეორემ მიწიდან აიღო ქვა -"კურიერმა" მთავარი მოწმის ჩვენება მოიპოვა

"კურიერმა" გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენება მოიპოვა.

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, ვახო ახვლედიანის მსგავსად, ადასტურებს, რომ ახალგაზრდებს ავტომობილებით მოსულები ფეხით დაედევნენ. პარალელურად, დაკავებულების ნაწილმა მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. იაკობ ბრეგვაძის ჩვენების მიხედვით გაირკვა, რომ მთავარ მაგისტრალზე 6 ადამიანის გარდა კიდევ ორი ადამიანი გადაადგილდებოდა. 

ეს ორი ადამიანი, სავარაუდოდ, გიგა ტატიაშვილის და ვახო ჩიქოვანის მეგობრები იყვნენ. 

"ჩემს წინ გაჩერდა მერსედესის მარკის ავტომობილი, ნომერი და ფერი არ მახსოვს. ავტომობილიდან გადმოვიდა დაახლოებით 4-5 ბიჭი, რა დროსაც მოცვივდნენ ის ორი ბიჭი, რომლებიც შორიახლოს მოგვსდევდნენ. ავტომანქანიდან გადმოსულ ერთ-ერთ ბიჭს ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, ხოლო მეორემ მიწიდან აიღო ქვა. ამის დანახვაზე შემეშინდა და გავიქეცი შენობისკენ, დავრეკე 112-ში და ვითხოვე დახმარება. ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ თბილისის მიმართულებით. ამ დროს ჩემი გამოძახებული ეკიპაჟი მოვიდა და ვუთხარი, რომ კონფლიქტი დასრულებული იყო და გამოვყევი თბილისში,"- განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

დღის ამბები