18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
საქართველოში მშობელთა პირველი ციფრული სკოლა შეიქმნა

საქართველოში მშობელთა პირველი ციფრული სკოლა შეიქმნა. პროექტის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის." ციფრული სკოლის მიზანია დაეხმაროს მშობლებს შვილის აღზრდა-განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის და ცოდნის მიღებაში.

პროექტი პირველ ეტაპზე მოიცავს ვიდეობლოგებს, სტატიებსა და ანიმაციებს, სადაც მშობლების რეალური ცხოვრების ამსახველი სიტუაციების აღწერა-გაანალიზება ხდება. ციფრული სკოლით სარგებლობა რეკომენდებულია ყველა ასაკის ბავშვის მშობლისთვის.

დღის ამბები