18 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
საკმაოდ მძიმეა დამწვრობის არა მარტო ფართობი, არამედ სიღრმეც - გუგა ქაშიბაძე მოძალადის მიერ დამწვარ ქალზე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ახალგაზრდა ქალი,  რომელსაც მოძალადე მამაკაცმა 30 ივნისს ბენზინი გადაასხა და მისი დაწვა სცადა. გუგა ქაშიბაძემ ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"დღესაც რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული 37% აქვს დამწვარი. ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ძალიან სერიოზულად აქვს დამწვარი ორივე კოჭ-წვივის და მუხლის სახსარი. ამ კვირაში იგეგმება საკუთარი კანის გადანერგვა. მას დასჭირდება რამდენიმე ასეთი ქირურგიული ჩარევა. საკმაოდ მძიმეა არა მარტო ფართობი, არამედ სიღრმეც. მას დასჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, პაციენტი არის სტაბილური, ემორჩილება მკურნალობას, თუმცა საკმაოდ საშიში და სერიოზული დიაგნოზი აღენიშნება," - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, შემთხვევა 30 ივნისს მოხდა. სავარაუდო მოძალადე უკვე დაკავებულია და მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული.

დღის ამბები