18 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

წნორში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ მაჩახაანის მიმდებარედ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. 

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რონ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები