18 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა, რომ იქ არ ყოფილა - ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა დაადგინა, რომელიც გურამ ამირხანაშვილს შეხვდა.

ადვოკატის თქმით, ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა, რომ იქ არ ყოფილა.

"ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი, იმ გავრცელებული, ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ. წარადგინა  ის მტიცებულებები, ამონაწერი ტელეფონის, დეტალური, ასევე სხვა მტკიცებულებებიც, რითაც დასტუდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა. არ გასულა საერთოდ უბნიდან და არანაირი კავშირი არ აქვს.

გამომძიებლებმა ამ წუთში დაადგინეს ის თეთრპერანგიანი პირი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ეს არის კაწრო. სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია. არცერთს არ იცნობს,, არ აქვს მათთან შეხება.

ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა, რომ იქ არ ყოფილა და ზოგადად, ყველას მოგიწოდებთ, მასმედიას, რომ ასეთი დამაზარალებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შევიკავოთ,“ - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე ავთანდილ ბილანიშვილი დღეს დაიბარეს, ის საგამოძიებო უწყების კითხვებს, დაახლოებით, 5 საათი პასუხობდა.

დღის ამბები