სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, ახალ პროექტს იწყებს.
საუბარია ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების ზეგავლენასა და პროფესიული დახელოვნების მიმართულებებზე.
პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს USAID-ის მისიის დირექტორი ეწვია.
შეხვედრას ონლაინ რეჟიმში აშშ-დან გენერალური აუდიტორი და USAID-ის ფინანსური დირექტორი ჩაერთო.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩვენი მნიშვნელოვანი და ძლიერი პარტნიორია. ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რადგან პირველ რიგში, ანგარიშვალდებულების სამსახური ამერიკის მთავრობისთვის წარმოადგენს მთავარ აუდიტორულ ინსტიტუტს.
მეორე მხრივ, აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს თანამშრომლობას ამერიკის აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოს შორის, რათა გავაუმჯობესოთ მხარდაჭერა და ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან.
ამერიკის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურმა სწორედ სახელმწიფო აუდიტის სამსახური აირჩია პარტნიორობისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაღწია განვითარების მნიშვნელოვან საფეხურს,"- განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.