25 ნოემბერი 2020,   16:25
ვრცლად
COVID ინფიცირებულ აბიტურიენტთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია

აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმყოფებოდა კორონავირუსი დაუდასტურდა. ის არის ერთ-ერთი პაციენტი იმ პირებიდან, რომელთა ლაბორატორიულ კვლევაზე დადებითი პასუხი ინფექციურ საავადმყოფოში დღეს მიიღეს. ინფიცირებული ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე დადგენილია კონტაქტები. ინფორმაცია განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.

"დღევანდელი ერთი შემთხვევა გახლავთ გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სწორედ ამ შემთხვევამ მომიყვანა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. გუშინ ჩვენს მიერ გვიან ღამით დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იმ საოჯახო კონტაქტების რიცხვიდან, რომელიც გუშინწინ ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, როდესაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევდა მასთან კონტაქტირებულ ადამიანებს, ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგონას კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, რომელიც 7 ივლისს გასულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

ხათუნა ზახაშვილის თქმით კი, ყველა შესაძლო რისკის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია.

"შესაძლო რისკის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია. მათთან დარგის სპეციალისტები კონტაქტირებენ, თითოეული მათგანი უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო განთავსებით და იზოლაციით," - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი. 

დღის ამბები