18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
"ცოფის ხუთი შემთხვევიდან, არცერთს არ ჰქონდა ვაქცინაცია ჩატარებული"- ნოდარ მაღრაძე

დედაქალაქში ცოფის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი ცხოველიდან არცერთი არ იყო აცრილი. ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმ-ვეტერნარმა ნოდარ მაღრაძემ ისაუბრა.

"ცოფის ხუთი შემთხვევიდან, არცერთს ჰქონდა ვაქცინაცია ჩატარებული. ეს შემთხვევები დედაქალაქში დაფიქსირდა, თუმცა პრობლემა შემოდინებაშიაცოფთან ბრძოლა ძალიან რთული ღონისძიებაა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს ვაქცინაციას, რევაქცინაციის სამუშაოებს. სადაც საჭიროებაა იმ ტერიტორიებზე სადეზინფექციო სამუშაოებიც ტარდება.

ის ყველა შემთხვევა იყო უზედამხედველო ცხოველების შემთხვევა, რომელთა შემოდინებაც გარეუბნებიდან მოხდა,"- განაცხადა ნოდარ მაღრაძემ.

დღის ამბები