"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა გალის რაიონში მყოფი მოსახლეობის შესახებ ისაუბრა, რომელთა ნაწილიც დევნილთა შემწეობას ვეღარ იღებს.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელის მოსაზრებით, ხელისუფლებას ამ დრომდე შეეძლო ეშუამდგომლა ბანკთან, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის, დევნილთა შემწეობის მიღებისთვის აუცილებელი პლასტიკური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადა გახანგრძლივებულიყო.
პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით, ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს გალის მაცხოვრებლების დასახმარებლად გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, რათა მათ პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები მიეწოდოთ.
"პლასტიკურ ბარათზე პინ კოდის განახლების მიზნით, გალის მოსახლეობას უწევს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და ეს რეალურად არის სერიოზული პრობლემა. მაშინ როდესაც ე.წ. საზღვარი არის ჩაკეტილი ძალიან ბევრი ოჯახისთვის დევნილთა სოციალური შემწეობა არის ერთადერთი შემოსავლის წყარო, -" განაცახადა, არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა.