ანა დოლიძემ სასამართლოში ზეპირი სხდომის დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა. როგორც თავად აღნიშნავს, მისი საქმე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშნულ სასამართლო კოლეგიას მიეწერა.
"დღეს ვაპირებ მოვითხოვო, რომ უზენაეს სასამრთლოში ჩემს სარჩელზე დიმიტრი გვრიტიშვილის მხრიდან ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით გაიმართოს ზეპირი მოსმენა, ვინაიდან სწორედ ზეპირ მოსმენაზე შემეძლება კარგად დავასაბუთო და ავუხსნა ჩვენი პოზიცია და რაც მთავარია, დავასაბუთო, რატომ უნდა ავიცილოთ ის სამმოსამართლიანი პალატა, რომელიც უზენაესმა სასამართლომ დამინიშნა ჩემი საქმის გამხილველად, - " განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელმა ანა დოლიძემ.
საქმე ეხება დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ღირსების, ცილისწამებისა და პატივის შელახვის საფუძველზე შეტანილ სარჩელს. დოლიძის თქმით, გვრიტიშვილმა მას ბრალი დასდო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობაში.