18 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ხელვაჩაურში 70-ზე მეტი პირი სასმელი წყლით მოიწამლა

70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა სასმელი წყლით ხელვაჩაურის დასახლებაში. შარაშიძის 13 ნომერში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი უკვე რამდენიმე დღეა სასმელი წყლით იწამლებიან.

მათივე თქმით, ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში ამ დროისთვის რამდენიმე პირია გადაყვანილი, ადგილობრივების ნაწილი კი სახლის პირობებში მკურნალობს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ქსელი დაზიანებული იყო, შეკეთების შემდეგ კი ონკანში ბინძური წყალი მოდის.

"კურიერის" ინფორმაციით, ნაწლავური ინტოქსიკაციით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 9 პაციენტია მოთავსებული, მათგან 2 არასრულწლოვანია.

კომპანია "ბათუმის წყალში" განმარტეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ აბონენტები არ ჰყავთ, მოსახლეობა გაურკვეველ ქსელზე თვითნებურად არის დაერთებული, შესაბამისად მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო სურსათის უვნებლობის სამსახურმა.

დღის ამბები