"მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში თავსებადობის ამაღლებისა და კოორდინაციის დახვეწის მიზნით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის საპატრულო ასეულმა სწავლება ჩაატარა.
წვრთნებში ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მხარდამჭერი ჯგუფიც მონაწილეობდა.
სწავლების დროს, სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, საპატრულო ბაზის დაკავების, დაშავებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების და ევაკუაციის სავარჯიშოები განახორციელეს. მე-13 ბატალიონს ეტაპობრივი გადამზადება მე-12 ბატალიონის სამხედროებმა განახორციელეს. ქართულმა ქვედანაყოფმა დავალება წარმატებით შეასრულა და "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას რამოდენიმე დღეში, მე-13 ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარებს.