18 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებენ - რას აცხადებს შსს სოფელ არაფლოში მომხდარ ინციდენტზე

სოციალურ ქსელში ვიდეომასალა ვრცელდება, რომელსაც თან ახლავს კომენტარი, რომ მარნეულის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთი სახლში ჩხრეკის დროს პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალება ჩადო.

ვიდეოს ავტორი აქცენტს იმ მონაკვეთზე აკეთებს, სადაც ჩანს, რომ ჩხრეკის დროს ერთ-ერთი პირი მაგიდის ქვეშ ხელს ყოფს და სავარაუდოდ, რაღაცას აწებებს.

ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებას - ჩხრეკას ატარებდნენ. უწყების ინფორმაციით, მოსახლეობამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში პოლიციას ხელი შეუშალა.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ოჯახი, სადაც ჩხრეკა ჩატარდა მათი გუნდის მიმართ სიმპათიით არის ცნობილი. პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს უარი თქვას კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დევნაზე.

დღის ამბები