დღეს საღამოს "რუსთავი 2" -ის პირდაპირი ეთერი "დიდ სცენას" ეთმობა. კონკურსანტები მაყურებლის წინაშე ქართული სიმღერებით წარსდგებიან.
მათთვის საკონკურსო ნომრები სპეციალურად ჟურის ერთ-ერთმა წევრმა ნატო მეტონიძემ შეარჩია. დღესვე მაყურებელს ორ აუთსაიდერს შორის ერთი რჩეულის გამოვლენა მოუწევს.
მსმენელი მხარდაჭერას მათი დუეტის პარალელურად, სატელეფონო ზარით შეძლებს.