18 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
რა სირთულეების გადალახვა უწევთ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს - ექიმების ახალი დასკვნები

კორონავირუსის ახალი გართულებები - დაავადების გავრცელებიდან 7 თვის შემდეგ ექიმები აკეთებენ დასკვნას, რომ გართულებების ჩამონათვალი იმაზე დიდია, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.

რაც ყველაზე საგანგაშოა, ზოგ შემთხვევაში, "კოვიდ-19"-ის დამარცხება  სრულ გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს, რადგან ამ ვირუსით გამოწვეულმა დაავადებებმა, შესაძლოა თავი რამდენიმე თვის შემდეგ იჩინოს. საქართველოში ეპიდვითარება სტაბილურია.

დღეს 10 ახალი შემთხვევაა, თუმცა არც ერთის გავრცელება არ არის დაუდგენელი, 4 სატვირთო მანქანის მძღოლია, 6 მათგანს კი დაავადება ინფიცირებულებთან კონტაქტით გადაედოთ.

სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ ვირუსი მრავალ გართულებას იწვევს.

ორგანიზმში შესაძლოა მიკრო თრომბები წარმოიქმნას, არ არის გამორიცხული განვითარდეს ინსულტი, თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა და C ჰეპატიტიც. 

ვირუსის გადატანის შემდეგ, ამ გართულებების გარდა, შესაძლოა ნერვული სისტემაც დაზიანდეს.

სპეციალისტების განცხადებით, ასეთ დროს იმუნურ სისტემას გაძლიერება სჭირდება. თავდაპირველად კორონავირუსი ძირითადად სასუნთქ და გულსისხლძარღვთა სისტემას აზიანებს. მოსახლეობის 88% კი სრულყოფილი იმუნიტეტი არ აქვს, მათ უმრავლესობას ერთი ან რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს და სუსტ ორგანოს ვირუსი მარტივად უტევს.

მსოფიო და საქართველო კორონავირუსს 6 თვზე მეტია მედიკამენტის გარეშე ებრძვის. ჯერჯერობით მეცნიერებმა და ექიმებმა  იმდენი გამოცდილება ვერ დააგროვეს, რომ ზუსტად იყოს ცნობილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ორგანიზმს 3-5 თვეში ან 1 წელში რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს.

ასევე გაურკვეველია აქვს თუ არა გამოჯანმრთელებულს იმუნიტეტი, რომ ინფექცია განმეორებით არ დაემართოს. როგორც სპეციალიტები ამბობენ, კორონავირუსმა ყველა კანონზომიერება დაარღვია და რას უნდა ველოდოთ, პროგნიზების გაკეთება უჭირთ.

ვირუსის გავრცელების ალბათობა და შიში ქვეყნაში მუდმივად არსებობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მთავარი მიზანი ინფექციის შეკავებაა.

მით უმეტეს, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა პირველი ტალღა ვერ მართეს და უკვე რთულია ვირუსის პირველი და მეორე ტალღის გამიჯვნა.

საქართველოში საზღვრების გახსნით ყველა დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება, რაც სპეციალისტების აზრით ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის, მაგრამ ინფექციონისტებს მიაჩნიათ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ვირუსმა ზაფხულში მხოლოდ საქართველოში დაიხია უკან და შედეგებს ისევ მკაცრი რეკომენდაციების შესრულებით შენარჩუნება სჭირდება.

დღის ამბები