18 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტს სპეციალისტები სწავლობენ

თვითნებურად და ნორმების სრული დარღვევით ჩატარებული რეაბილიტაცია, - ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტს, ამ წუთებში, სპეციალისტები სწავლობენ.

ექსპერტები დაზიანების ხარისხს დაადგენენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ გამორიცხავს, ფაქტის გამო, კონკრეტული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

როგორც ირკვევა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაციის საპროექტო განაცხადით სააგენტოსთვის არავის მიუმართავს, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

საუბარია, მე-18-ე საუკუნის ძეგლზე - განადგურებულია წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის ისტორიული ფასადი, საფლავები და უნიკალური წარწერები.

 

დღის ამბები