23 წლის ახალგაზრდა ქალს ამ დრომდე ეძებენ. თამუნა ბაჩალეიშვილის სამძებრო სამუშაოები თეთრიწყაროს 4 სოფელში მიმდინარეობს.
ის ბოლოს 4 დღის წინ ნახეს. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი ქვემო ფონიჭალიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და ბოლოს სოფელ ხაიშში დაფიქსირდა.
როგორც მეგობრები და ახლობლები ამბობენ, ბაჩალეიშვილს თეთრიწყაროში ნაცნობები არ ყავს. გათიშულია მობილური ტელეფონი, ვერ პოულობენ ვერც მანქანას. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
"ნახეს რომ შემოსული იყო ზემოთ უბანში. მერე მანქანა მოაბრუნეს და წავიდნენო. პოლიცია სამი დღეა აქ ტრიალებს,"- ამბობს სოფელ ხაიშის მკვიდრი.
"არ ყავდა მეგობარი ბიჭი, რომ იფიქრო გათხოვდა ან ვინმესთან ერთად გაიპარა. ახლო მეგობრები ვართ და ვინმე რომ გაეცნო, მიმოწერა ჰქონოდა, მსგავსი რამ არ უხსენებია. ვფიქრობ თავისი ნებით არის წასული, მაგრამ შესაძლოა ნაცნობმა წაიყვანა და მერე თუ სხვა რამ მოხდა, არ ვიცი,"- ამბობს "კურიერთან" სატელეფონო საუბარში დაკარგული გოგონას მეგობარი დეა კაპანაძე.