18 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
პარიზი - თბილისი - პარიზის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება.

აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და Air France-ს  შორის. წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს:

პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) - თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;

თბილისი - პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

რეგულარული რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

აღნიშნული დღეს  მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ  ბრიფინგზე დაადასტურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამაც. მისივე თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები "ეარ ბალტიკთან", რომელმაც რეგულარული რეისები უნდა შეასრულოს რიგა-თბილისის მიმართულებით და ამაზეც გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში იქნება მიღებული.

დღის ამბები