"დღის კურიერის" ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული პალატის დირექტორმა, მარინა ენდელაძემ კორონავირუსზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო დროს შედარებით მოდუნებულია.
მისი თქმით, კორონავირუსი არ არის ჩვეულებრივი გრიპი და თუ საქართველოში არ არის ბევრი ლეტალური შემთხვევა, ეს ექიმების და ჯანდაცვის სისტემის დამსახურებაა.
"მე მსმენია გარკვეული უნდობლობა, რომ ეს არაფერი ვირუსი არ არის და ჩვეულებრივი გრიპია. ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი გრიპი, უბრალოდ თუ ჩვენ ბევრი ლეტალური შედეგი არ გვაქვს, ეს მხოლოდ ექიმების დამსახურებაა.
გვექნებოდა ბევრად მეტი ლეტალური შემთხვევა, ვიდრე ახლა გვაქვს, რომ არ გვქონოდა კარგი ჯანდაცვის სისტემა,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.